Wednesday, May 28, 2014

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო, სული მევსება თოვლით,
დღეები რბიან და მე ვბერდები,
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო-ლურჯად ნახავერდები.

No comments:

Post a Comment